
კიევი და ჰამბურგი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ - ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო საუბრობს და ამბობს, რომ შეთანხმება კრიზისის დროს მხარდაჭერას გულისხმობს.
"საუბარია ჩვენს ქალაქებს შორის ეფექტურ თანამშრომლობაზე და პირველ რიგში, ჰამბურგის მიერ კიევის აღსადგენად დახმარებაზე. ამისთვის კონკრეტული პროექტებიც გამოვლინდება", - თქვა კლიჩკომ.