"NATO-ს ცის ჩაკეტვას აღარ ვთხოვთ... ამას უკვე ჩვენითაც შევძლებთ" | არესტოვიჩი
გამოქვეყნდა:
ოფიციალური კიევი NATO-ს უკრაინის ცის ჩაკეტვას აღარ სთხოვს - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი "მედუზასთან" საუბრობს.
"ის, რაც ჩვენ გვჭირდება, საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელსაც ჩვენ უკვე ვიღებთ. ცის ჩაკეტვას უკვე ჩვენითაც შევძლებთ" - თქვა მან.