სააღდგომო წირვა ბომბების ზუზუნისა და საავიაციო განგაშის ფონზე | თენგო გოგოტიშვილი უკრაინიდან

გამოქვეყნდა:

სააღდგომო წირვამ უკრაინულ ტაძრებში ბომბების ზუზუნისა და საავიაციო განგაშის ფონზე ჩაიარა. ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები ესწრებოდნენ. მრევლი კი ერთმორწმუნე რუსი მართლამდიდებლებისგან ნასროლ ჭურვებს მიწისქვეშა თავშესაფარში ემალებოდა. 

რამდენიმე უკრაინულ ტაძარში ქართული გალობის ხმაც ისმოდა, მათ შორის ხარკოვში, რომელსაც აღდგომის ღამესაც კი რუსული არტილერია გამეტებით ბომბავდა. 

კრემლი კი რელიგიასაც პროპაგანდისტული და იმპერიული მიზნებისთვის იყენებს. ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ მოსკოვის პატრიარქმა პრატიკულად აკურთხა სისხლისმღველი ომი მეზობელ უკრაინაში, ბავშვებისა და ქალების გაუპატიურებასა და დახოცვაზე კი ხმა რუსული ეკლესიის სულ რამდენიმე მღვდელმსახურმა ამოიღო.

აღდგომა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღესასწაულია, იმ ბოროტებაზე, რომელიც უკრაინელმა მღვდლებმაც და მოქალაქეებმაც საკუთარი თვალით ნახეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი