
ცნობილი უკრაინელი ტელეწამყვანი მაშა ეფროსინინა მაყურებელმა ომის დღეებში სრულიად სხვა კუთხით გაიცნო. გასართობი ტელეშოუბის ვარსკვლავმა საკუთარი ემოციური ვიდეომიმართვებით შესაძლოა იმაზე გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ოკუპანტის პროპაგანდისტულ მანქანას, ვიდრე რუსულმა ჭურვებმა უკრიანულ ქალაქებს.
მაშას უკრაინულ აუდიტორიასთან ერთად ძალიან ბევრი რუსი გამომწერიც ჰყავს და სწორედ ამიტომ მიმართვების ადრესატიც ხშირად რუსები არიან. ეს ვიდეოები კი არა რომელიმე ბრჭყვიალა ტელესტუდიაში იწერებოდა, არამედ მიწისქვეშა თავშესაფარში, სადაც მაშა თავს ბავშვებთან ერთად აფარებდა.
რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ტელეწამყვანი თბილისში იმყოფებოდა, ეს შესაძლებლობა "პოსტ-ფაქტუმმა" ხელიდან არ გაიუშვა.