"მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დღესაც ჩაიშალა" | ვერეშჩუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღესაც ჩაიშალა. მისი თქმით, ქალაქში ევაკუაციის დერეფნები კიდევ ვერ გაიხსნა, რადგან რუსეთის მხარე ცეცხლის შეწყვეტის გარანტიას არ იძლეოდა.

მისივე თქმით, უკრაინა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანას ხვალ, 25 აპრილს შეეცდება.

"ჩვენ ვერ გავხსენით ჰუმანიტარული დერეფნები, რადგან რუსეთმა არ დაადასტურა უსაფრთხოების გარანტიები. ხვალ კიდევ ერთხელ ვეცდებით",-თქვა უკრაინის ვიცეპრემიერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი