ბლინკენი და ოსტინი უკრაინაში ჩავიდნენ და პრეზიდენტ ზელენსკის ხვდებიან
გამოქვეყნდა:
აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები, ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდნენ. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ავრცელებს.
მისივე თქმით, ისინი ამ წუთებში პრეზიდენტ ზელენსკის ხვდებიან.