ბომბების, ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ავტომატებით თავის დაცვა ძალიან რთულია... ეს ბოლო ამოსუნთქვაა - მარიუპოლის მცველი

გამოქვეყნდა:

მარიუპოლში, ქარხანა "აზოვსტალის" დაბომბვა ისევ გრძელდება. 36-ე საზღვაო ქვეითთა მეთაური, სერგეი ვოლინა დეპუტატ ოლექსეი გონჩარენკოსთან სუბარისას ამბობს, რომ ვითარება უკვე კრიტიკულ ზღვარზეა და ეს შეიძლება ბოლო კავშირი იყოს გარესამყაროსთან.

"მე-60 დღეა რაც სრულ ალყაში ვართ, გრძელდება საჰაერო და საარტილერიო დარტყმები, გვაქვს დანაკარგები, სიტუაცია კრიტიკულია, გვყავს დაჭრილები, მოკლულები, ვკარგავთ ხალხს. შეიარაღების, საბრძოლო მასალის, საკვებისა და მედიკამენტების მხრივაც ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. შტურმი არ შეწყვეტილა და გრძელდება. ასობით სამოქალაქო კიპირა აზოვსტალში. ბომბებისა ფრთოსანი რაკეტების წინააღმეგ ავტომატებით თავის დაცვა ძალინ რთულია, ამას როგორღაც ვაკეთებთ და გვაქვს გარკვეული წარმატებებიც, მაგრამ ეს ხდება ადამიანური მსხვერპლის ფასად, ეს ბოლო ამოსუნთქვაა, აგონიასავით გესმით?! არ ვიცი კიდევ შევძლებ თუ არა, მაგალითად ვინმეს ტელეფონით დავუკავშირდე. ვთხოვ მსოფლიო დიპლომატიას, მსოფლიო ლიდერებს დაგვეხმარონ რომ მარიუპოლის საკითხი პოლიტიკური გზით გადაწყდეს.", - ამბობს ის. 

აზოვსტალის ქარხანას თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები და ბავშვები აფარებენ. ისინი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არიან რადგან მარიუპოლში არაა წყლის, საკვების და სხვა პირველადი საჭიროების მოხმარების ნივთების მარაგი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი