ბლინკენმა ზელენსკის უთხრა, რომ აშშ-ს დიპლომატები უკრაინაში ბრუნდებიან, დასახელდა ელჩიც

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ვიზიტისას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ამერიკელი დიპლომატები ქვეყანაში დაბრუნდებიან. ინფორმაციას CNN სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ს მაღალჩინოსნის თქმით, დიპლომატები ქვეყანაში ეტაპობრივად დაბრუნდებიან, ისინი უკრაინაში თავდაპირველად "ერთდღიან მოგზაურობებს დაიწყებენ".

ამას გარდა, ბლინკენმა ზელენსკისთან შეხვედრისას თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინაში აშშ-ს ელჩად ბრიჯიტ ბრინკს დაასახელებს.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის მდივნები უკრაინაში გუშინ, 24 აპრილს ჩავიდნენ, ისინი კიევში პრეზიდენტ ზელენკის შეხვდნენ. ომის დაწყების დღიდან ეს უკრაინაში შეერთებული შტატების ოფიციალური პირების პირველი ვიზიტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი