
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 215 ბავშვი დაიღუპა, 391-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, 24 აპრილს დაბომბვას დონეცკის ოლქში 5 და 14 წლის გოგონების სიცოცხლე ემსხვერპლა.
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 500 სასწავლო დაწესებულება, აქედან 102 მთლიანად განადგურდა.