
რუსი სამხედროები მათ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახებს აშანტაჟებენ. მარიუპოლის საბავშვო კინოფესტივალის დამფუძნებელს ოლგა ნოვიკოვას, შვილის ტელეგრამ-ანგარიშიდან ოკუპანტებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად 5000 ევრო უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკვლელობის ვიდეოს გაუგზავნიან.
როგორც მარიუპოლის მერის თანაშემწე იუწყება, ფული მოსთხოვეს არა შვილის დასაბრუნებლად, არამედ მისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ალექსეი ნოვიკოვი უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებში მსახურობდა.