უკრაინაში დაღუპული ალიკა ცაავას მეუღლე ხერსონს ალყის გამო ვერ ტოვებს - სამხედრო წალენჯიხაში გადაასვენეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ალიკა ცაავას მეუღლე უკრაინელი იულია ერმილოვაა, რომელიც ხერსონში იმყოფება და ოკუოპანტების ალყის გამო, ქალაქს ვერ ტოვებს. ამის შესახებ "მთავარ არხს" ცაავას ოჯახის წევრებმა განუცხადეს.

რუსეთ - უკრაინის ომში დაღუპულ ალიკა ცაავას ცხედარს შაბათს დაკრძალავენ. სამძიმარზე ამ დრომდე არ მოსულა ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი.

39 წლის ალიკა ცაავა ოჯახის მესამე წევრია, რომელიც რუსულ ოკუპაცია შეეწირა, ის 2008 წლის რუსეთ -საქართველო ომის მონაწილეა, ცაავა სამაჩაბლოში მძიმედ დაჭრა. 

ალიკა ცაავას მამა მეომარი იყო, ის აფხაზეთის ომში დაიღუპა, ბაბუა და ბიძა ოკუპანტებმა საკუთარ სახლში აჩიგვარაში ტყვედ აიყვანეს და წამებით მოკლეს, შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდეს და ცხედრები დაწვეს.

"წინა ხაზზე იყო თავისი მეგობარი დაიჭრა, გამოსაყვანად მოვიდნენ და ოკუპანტების ჭურვი მოხვდა მანქანას. აფხაზეთის ომში მამამისი მოუკლეს,  ბიძაც მოუკლეს, ბაბუაც მერე მესამე თვეზე მაგანაც იარაღი აიღო. [ხელისუფლებიდან] არავინ მოსულა, ეს უკრაინაშია გარდაცვლილი, ჩვენ არ გაგვიშვია და უკრაინა მოგხედავთო,- თქვა ალიკა ცაავას დამ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი