რუსებმა 5 რკინიგზის სადგური დაბომბეს - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსებმა ლვოვის რეგიონში რამდენიმე რკინიგზის სადგური დაბომბეს. უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოკუპანტებმა დაარტყეს ხუთ სარკინიგზო სადგური ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში.

"რუსული ჯარები აგრძელებენ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სისტემატურ განადგურებას", - თქვა მან განცხადებაში.

ვინიცის ოლქის ხელმძღვანელმა Telegram-ზე თქვა, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

სარაკეტო თავდასხმების გამო მინიმუმ 30 მატარებელი შეფერხდა.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფები მუშაობენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი