აფეთქებების ხმები ისმოდა ლვოვის რეგიონში. ოლქის თავმჯდომარის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. მან მოქალაქეებს მოუწოდა თავშესაფრებში დარჩნენ.

გავრცელებულ კადრებში ჩანს კვამლი. მოგვიანებით, ცნობილი გახდა რომ ხანძარი ზოლოჩივის რაიონის ორ დასახლებაში გაჩნდა.

კოზიცკის განცხადებით, სარაკეტო დარტყმა ადგილობრივი დროით 08:30 საათზე, კრასნოეს რკინიგზის ქვესადგურზე მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

რუსების ერთი რაკეტა ლვოვის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი