ლუგანსკში დაბომბვის გამო, წყალი და ელექტროენერგია შეწყვეტილია - ჰაიდაი

გამოქვეყნდა:

აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის რეგიონში, რუსული დაბომბვების გამო წყალი და ელექტროენერგია შეწყვეტილია. ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგი ჰაიდაი ავრცელებს.

"თითქმის მთელი რეგიონი წყალმომარაგების გარეშეა...ბოლო 10 დღის განმავლობაში რუსული დაბომბვის გამო ელექტროენერგია გაითიშა 10 დასახლებაში, აქედან ცხრა მთლიანად გათიშულია. 30 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა. მხოლოდ ბოლო ერთი დღის განმავლობაში 7500 ელექტროენერგია ბინა და კერძო სახლში გაითიშა",- თქვა მან.

ჰეიდეიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსული ძალები ბრძოლის ველზე პროგრესის ნაკლებობის გამო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე გადავიდნენ. მისივე თქმით, ელექტროენერგიის გათიშვის გამო დაიხურა  სადგურები, რომლებიც სევეროდონეცკსა და პოპასნას რაიონს წყლით ამარაგებს, ასევე დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა რუბიჟნეში, პოპასნასა და მიმდებარე სოფლებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი