რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "აზოვსტალიდან" ჰუმანიტარული კორიდორის გასახსნელად მზად არიან

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მზად არიან  გახსნან ჰუმანიტარული კოროდირი  "აზოვსტალიდან" და გამოაცხადონ "სიჩუმის რეჟიმი", რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანმა მოსახლეობამ ევაკუაცია შეძლოს.

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ფორმირებები 2022 წლის 25 აპრილს 14:00 საათიდან (მოსკოვის დროით) ცალმხრივად წყვეტენ საომარ მოქმედებებს, დანაყოფები გაყვანილია უსაფრთხო დისტანციაზე და უზრუნველყოფენ გაყვანას. მოქალაქეთა მითითებულ კატეგორიას მათ მიერ არჩეული ნებისმიერი მიმართულებით", - წერია განცხადებაში. 

რუსეთის ცნობით, უკრაინული მხარის მზადყოფნაზე თეთრი დროშების აღმართვა მიუთითებს მთელი "აზოვსტალის" პერიმეტრზე ან გარკვეულ მიმართულებებზე.

რუსეთი ისევ უკრაინას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათი მხრიდან არ არსებობს არანაირი დაბრკოლება "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანასთან დაკავშირებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი