რუსების მიზანია ზაპოროჟიეს მიმართულებით ახალი, ინტენსიური იერიშების დაწყება - ოლქის ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთი თავდასხმისთვის ემზადება და სამხედრო ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა უკვე მოაბილიზა. მისი თქმით, მტრის მიზანი ზაპოროჟიეს მიმართულებით ინტენსიური იერიშების დაწყებაა.

"მტერი თავდასხმისთვის ემზადება, ოკუპანტებმა ველიკანოვოსილკას, ნოვოდარივკასა და მალინუვკას პოზიციებზე სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა უკვე მოაბილიზა. რუსების მიზანია ზაპოროჟიეს მიმართულებით ახალი, ინტენსიური იერიშების დაწყება, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები მედგრად დგანან, იცავენ საკუთარ მიწას და მოტივაციაც მაღალი აქვთ. მტერს ცუდი დღე ელოდება", - თქვა ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან არიეფიევმა.

ცნობისთვის, რუსეთი ახლა ინტენსიურ შეტევას უკრაინის აღმოსავლეთით აწარმოებს. დღეს ოკუპანტებმა 5 რკინიგზის სადგური დაბომბეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი