
დონეცკის რეგიონში კვირას, 24 აპრილს რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას გუბერნატორი, პავლო კირილენკო ადასტურებს.
ამასთან, აღდგომის დღეს ასევე რუსული დაბომბვების შედეგად, ხარკოვში სამი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.
"დღეს, როცა მართლმადიდებლური ქრისტიანები ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ, რუსეთი 5 ადამიანს კლავს დონეცკის რეგიონში. გარდაცვლილთა შორის ორი 5 და 14 წლის ბავშვია",- დაწერა კირილენკომ.
ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთი ფართომასშტაბიან შეტევას აწარმოებს. მისი მიზანი დონბასის რეგიონზე კონტროლის მოპოვებაა.