რუსებმა უკრაინაში ვინიცისა და რივნეს ოლქები დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსებმა უკრაინაში ვინიცის და რივნეს ოლქები დაბომბეს. ვინიციის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის თქმით, სამიზნე ჟმერინკისა და კაზატინის დასახლებული პუნქტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.

"სამწუხაროდ გვყავს დაღუპულები, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა", - თქვა მან. 

რივნოს ოლქში ოკუპანტებმა რკინიგზის სადგურზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანა. ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მსხვერპლი არ არის, ოლქში კი განგაშის სიგნალია ჩართული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი