
უკრაინაში, ვინიცის ოლქში დაბომბვის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ოფიციალური პირები ავრცელებენ.
უკრაინის ცენტრალური ვინიცის ოლქის ორ ქალაქში რუსული რაკეტების დარტყმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა რეგიონულმა პროკურატურამ. კიდევ 18 დაშავდა ჟმერინკასა და კოზიატინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შედეგად.
ცნობისთვის, ვინიცის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის თქმით, სამიზნე ჟმერინკისა და კაზატინის დასახლებული პუნქტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.