უკრაინა ✊უცხოეთიმორიგი შეტევა ხარკოვზე | ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს დაეცაგამოქვეყნდა: ორშაბათი, 25 აპრილი, 2022 - 18:30
ოკუპანტებმა რამდენიმე წუთის წინ ხარკოვის ოლქში, სალტოვკას რაიონი დაბომბეს - ამის შესახებ ინფორმაცის უკრაინული მედიები Telegram-ის არხში ავრცელებენ. მათი ცნობით, ჭურვი საცხოვრებელი კორპუსს დაეცა და ერთ-ერთი ბინა მთლიანად დაიწვა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.