კიევში "რუსეთ-უკრაინის მეგობრობის" საბჭოურ ქანდაკებას დაანგრევენ

გამოქვეყნდა:

კიევში დაანგრევენ ქანდაკებას, რომელიც უკრაინელებისა და რუსების "მეგობრობის" აღსანიშნად საბჭოთა ეპოქაში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში დაიდგა - ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გააკეთა. 

„ამ კვირაში ჩვენ ორი მუშის ბრინჯაოს ქანდაკების დემონტაჟს ჩავატარებთ. სკულპტურა რომელიც 1982 წელს დაიდგა. „ორი ხალხის მეგობრობის“ რვა მეტრის სიგრძის ლითონი მოიხსნება კიევის ცენტრიდან",-თქვა კლიჩკომ.

მონუმენტზე ცისარტყელას ფორმის ტიტანის თაღია გადაჭიმული. კლიჩკომ თქვა, რომ თაღი, რომელსაც თავდაპირველად ხალხთა მეგობრობის თაღი ერქვა, დარჩება, მაგრამ მას სახელი გადაერქვა და უკრაინის დროშის ფერებით გამოიკვეთება: "ძველი სიმბოლოები ახალ მნიშვნელობას იძენს! და ჩვენ გამოვყოფთ მას უკრაინის დროშის ფერებით".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი