კრემლი გეგმებს არ ცვლის - უკანასკნელი ზომები მარიუპოლის ასაღებად | პუტინის ომის 61-ე დღე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

კრემლი გეგმებს არ ცვლის და მარიუპოლის ასაღებად უკანასკნელ ზომებს მიმართავს. პუტინი აზოვსტალზე ქიმიური იარაღით იერიშს გეგმავს. კრემლის დიქტატორი მზად არის, მიზნის მისაღწევად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მომაკვდინებელი ქიმიური ნაერთით დაწამლოს. ბლოკადის მეორე თვეს მარიუპოლში უკვე 20 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

შეტაკებები გრძელდება ქვეყნის მთელ აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ქალაქები დღეს ერთი მეორეს მიყოებით იბომბებოდა. სამხედრო დანაშაულის ახალი კვალია ხარკოვში. ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობის საწამებლად საკონცენტრაციო ბანაკი გახსნეს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი