ოკუპანტებმა ხერსონის საკრებულოს შენობა დაიკავეს | მერი
გამოქვეყნდა:
ხერსონის მერმა, იგორ კოლიხაევმა დაადასტურა, რომ რუსმა ოკუპანტებმა საკრებულოს შენობა დაიკავეს.
"ამაღამ ხერსონის საკრებულოს შენობაში შეიარაღებული პირები შევიდნენ, აიღეს გასაღებები, ჩვენი დაცვა შეცვალეს. მე გამოვედი საღამოს 19:45-ზე - უკრაინის დროშა ისევ ზემოთ იყო", - წერს კოლიხაევი.