
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრობის" ინიციატივას უკრაინაში გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით "პროვოკაციულს" უწოდებს და ამბობს, რომ ამას არ განიხილავენ. მისი თქმით, ენმ კომიკურ მდგომარეობაშია, რადგან ნიკა მელია, რომელიც პარლამენტიდან გავიდა, პარლამენტში დოკუმენტს აინიცირებს.
"კომიკურ მდგომარეობაში არიან უკვე ისინი. მელია, კაცი რომელიც პარლამენტიდან გავიდა, პარლამენტში აინიცირებს დოკუმენტს. წარმოიდგინეთ რამდენად კომიკურია უკვე მათი მდგომარეობა, ღიმილის მომგვრელიც აღარ არის, აბსოლუტურად მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი. ჩვენ ვთქვით, რომ არც ერთ მათ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციის არც განვიხილავთ, იმიტომ, რომ ყველაფერი მიმართულია ერთი და იგივე მიზნისკენ, ეს არის საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება", - თქვა კობახიძემ.
კობახიძემ თქვა, რომ "ომი ვისაც უნდოდა საქართველოში, დღეს ციხეშია და იქ კიდევ დიდხანს იქნება".
იხილეთ ასევე: