
გერმანიის მთავრობა ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინას "გეპარდის" საზენიტო სისტემებს მიაწვდის. ამის შესახებ განცხადება სამშაბათს, მმართველი კოალიციის ერთ-ერთი პარტიის მაღალჩინოსანმა დეპუტატმა გააკეთა.
პოლიტიკოსმა იოჰანეს ვოგელმა, დაადასტურა გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრი ამ ნაბიჯს სამშაბათს, გერმანიაში, მოკავშირეებთან შეხვედრაზე გაახმოვანებს.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი მის ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან უკრაინისთვის მძიმე იარაღი ჯერ არ გაუგზავნიათ.
ცნობისთვის, დღეს გერმანიაში რამშტეინში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება. პოლიტიკოსებმა უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარება უნდა განიხილონ.