"ლელო" ინტერპელაციის წესით, ღარიბაშვილს პარლამენტში იბარებს

გამოქვეყნდა:

დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ინტერპელაციის წესით, პარლამენტში უახლოეს დღეებში პრემიერი ღარიბაშვილი უნდა მივიდეს და სანქციებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციაზე, ასევე, გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებზე, კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.

"ჩვენ გუშინ არაფერი ახალი არ მოვისმინეთ, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უშუალო ქვეშევრდომი მართავს დღეს ქვეყანას და მას ჰქვია პრემიერმინისტრი, რადგან ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ივანიშვილი დავიბაროთ პარლამენტში, ჩვენ დღეს გამოვდივართ ინიციატივით და ამაზე ფორმალურად მივმართავთ დღეს შესაბამისად, რომ ინტერპელაციის პროცედურით საქართველოს პარლამენტში, უახლოეს დღეებში მობრძანდეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც უკავშირდება სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას, მათ შორის გუშინდელ ჩანაწერებს", - თქვა სამადაშვილმა.

"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის ორი ჩანაწერი 25 აპრილს გავრცელდა. ჩანაწერში სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ივანიშვილს ბიზნეს იდეით ურეკავს. ივანიშვილის პასუხებიდან კი იკვეთება, რომ თავადაც დაინტერესებულია ამ გარიგებით. ევტუშენკოვი კომპანია "სისტემას" მფლობელია, რომელიც სამხედრო დრონებს ამზადებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი