ხარკოვში დაბომბვას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

26 აპრილს ხარკოვის დაბომბვისას, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. ინფორმაციას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი Telegram-ში ავრცელებს.

მისი განცხადებით, ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება. რეგიონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არსებული მონაცემებით, დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან, მძიმეა ორი ადამიანის მდგომარეობა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე და დარჩნენ თავშესაფრებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი