
ჩერნობილში რადიაციის დონე არანორმალურია - ამის შესახებ გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი საუბრობს.
სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ რადიაციის დონე ჩერნობილის ყოფილ ატომურ ელექტროსადგურზე, რუსეთის შემოჭრის შემდეგ, "არანორმალურია". ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის მიერ ობიექტის ერთკვირიანი ოკუპაცია იყო "ძალიან, ძალიან საშიში".
შეგახსენებთ, რომ გამორთული ელექტროსადგური იყო ისტორიაში ყველაზე საშიში ბირთვული კატასტროფის ადგილი 1986 წლიდან და დღემდე გამოიყენება ბირთვული ნარჩენების შესანახად.
აღსანიშნავია, რომ დღეს ჩერნობილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.