
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
კრემლის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილა. დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ერდოღანი მანამდე ამბობდა, რომ აპირებდა, პუტინი და ზელენსკი სტამბოლში შეხვედრაზე დაეთანხმებინა.