
შეერთებული შტატების დიპლომატი დღეს უკრაინაში ერთდღიანი ვიზიტით დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, დიპლომატები ქვეყანაში პოლონეთიდან ლვოვში ჩავიდნენ.
დიპლომატები ქვეყანაში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ აშშ უკრაინაში დიპლომატების დაბრუნებას ამ კვირიდან დაიწყებდა.
როგორც წყარო CNN-ს უყვება სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივად გააკონტროლებს უსაფრთხოების ვითარებას დიპლომატების ერთდღიანი მოგზაურობის დროს.
ცნობისთვის, გუშინ, 25 აპრილს, კიევში ვიზიტისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ზელენსკის უთხრა, რომ დიპლომატები უკრაინაში ეტაპობრივად დაბრუნდებიან.