
43 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი იან სტოლტენბერგი, უკვე რამდენიმე საათია, უკრაინის საკითხს განიხილავენ. მოვლენების ეპიცენტრი გერმანიის სამხრეთ დასავლეთი რამშტეინის სამხედრო ბაზაა, სადაც ოფიციალური ვაშინგტონის ინიციატივით, ნატოს ალიანსში მყოფი და მათი პარტნიორი 14 ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი პირები შეიკრიბნენ.
მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინა, მისი სუვერენიტეტი და რუსული აგრესიაა. "უკრაინას სჯერა რომ ამ ომში გაიმარჯვებს და იგივე აზრზეა ყველა აქ მყოფი" - ასე გახსნა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა. უპრეცენდეტო სამიტი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.
ავტორი: გუგა მაისურაძე