გაეროს გენერალური მდივანი პუტინს ხვდება

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ამ წუთებში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხვდება.

მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლზე, სადაც რუსები "აზოვსტალის" ქარხნის აღებას ვერ ახერხებენ და ბლოკირებას გრძელებენ. ქარხანას თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები და ბავშვები აფარებენ.

უკრაინამ სთხოვა გუტერეშს ჰუმანიტრული დერეფნის გარანტია, რათა "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს.

მანამდე, გუტერეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გაეროს გენმდივანი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი