მოლდოვა - კრემლის აგრესიის ახალი სამიზნე | პუტინის ომის 62-ე დღე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

კრემლი აგრესიის მასშტაბებს ზრდის. უკრაინაში ომის წარმოების პარალელურად, პუტინის ახალი სამიზნე მოლდოვა ხდება. რუსეთის მიერ ოკუპირებულ დნესტრისპირეთში დღეს პირველი აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინული დაზვერვა ადასტურებს, რომ ოფიციალური მოსკოვი ახალი გეგმით იწყებს მოქმედებას, რომლის მთვარი მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების გამწვავება და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანა იქნება.

უმძიმესი სცენარი დღეს უკრაინის პრეზიდენტმა დაანონსა, რომელიც აცხადებს, რომ პუტინის სიაში უკრაინის შემდეგ მოლდოვა და საქართველოა. თავად ფრონტის ხაზზე კი სიტუაცია კრიტიკულად მძიმდება. აზოვსტალი დღეს განსაკუთრებული სისასტიკის სამიზნე გახდა.

ბუნკერი, რომელშიც უკვე ორი თვეა მშვიდობიანი მოქალაქეები ბვაშვებთან და დაჭრილებთან ერთად გაუსაძლის პირობებში იყოფებიან 35 ჯერ დაიბომბა. შემზარავია კადრები, რომელიც თავშესაფრიდან გავრცელდა. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი