ბირთვული ომის საფრთხე | განცხადებები კრემლში და ვითარება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე

გამოქვეყნდა:

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური შესაძლოა კვლავ ბირთვული კატასტროფის წყარო გახდეს. ტერიტორიაზე, რომელიც საოკუპაციო ძალებს ჰქონდათ დაკავებული, კრიტიკულად არის გაზრდილი რადიაციული ფონი, თუმცა მასშტაბების დადგენა შეუძლებალია, რადგან რუსულმა არმიამ სრულად გაანადგურა მონიტორინგის სისტემა.

ანალოგიურად ყოველდღიურად მძიმდება ვითარება ზაპოროჟიეში, სადაც კიდევ ერთი მძლავრი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. ოფიციალური კიევის განცხადებით, ტერიტორიას დღეს რუსულმა რაკეტებმა დაბალ სიმაღლეზე გადაუფრიენეს. საჰაერო თავდასხმას კი წინ უძღოდა კრემლის კიდევ ერთი მუქარა, სერგეი ლავროვის თქმით, ბირთვული ომის საფრთხე ისევ რეალურია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი