27 აპრილიდან რუსეთში ნიდერლანდების საკონსულო მოკლევადიანი ვიზების გაცემას შეწყვეტს. ინფორმაციას რუსული ოპოზიციური მედიასაშუალება Meduza ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, დიპლომატიურ მისიაში ამ გადაწყვეტილების მიზეზი დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება გახდა - 19 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ჰოლანდიელი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.
საკონსულოში აღნიშნეს, რომ ჰუმანიტარული ვიზებისა და დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემას გააგრძელებენ.