
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რუმინეთის პრემიერმინისტრს ნიკოლაე ჩუკეს შეხვდა. ზელენსკის თქმით, ყოველი მსგავსი ვიზიტი უკრაინელი ხალხისადმი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სიგნალია.
"დღეს კიევში შევხვდი რუმინეთის პრემიერმინისტრ ნიკოლაე ჩუკეს. ყოველი მსგავსი ვიზიტი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სიგნალია უკრაინელი ხალხისთვის. ვაფასებთ რუმინეთის თავდაცვის მხარდაჭერას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და მკაფიო პოზიციას სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველით უკრაინის მომავლის მხარადჭერას ევროკავშირში", - დაწერა ზელენსკიმ.