
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ის კვლავ ელოდება, რომ რუსეთი უკრაინასთან შეთანხმებას დიპლომატიური გზით შეძლებს. ამის შესახებ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან შეხვედრისას თქვა.
"ჩვენ კვლავ ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას დიპლომატიური გზით",-უთხრა პუტინმა გუტერეშს.
პუტინმა ასევე თქვა, რომ სტამბოლში გამართულმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებმა "გარღვევა" მოახდინა, თუმცა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ის ჩავარდა.
პუტინის მტკიცებით, ბუჩაში მომხდარი იყო "პროვოკაცია" და "რუსეთის არმიას ამასთან საერთო არაფერი აქვს".
მისივე თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები დადებითი შედეგით დასრულდება.