"დასავლეთის და კიევის რეჟიმის პოლიტიკის შედეგად, შესაძლოა, უკრაინა რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალოს" | რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანის, ნიკოლაი პატრუშევკას თქმით, ომის შედეგად, უკრაინა, შესაძლოა, რამდენიმე პატარა ქვეყანად დაიყოს.

პეტრუშევმა აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "ისტორია გვასწავლის, რომ სიძულვილი ვერასოდეს გახდება ეროვნული ერთიანობის სანდო ფაქტორი".

"დასავლეთისა და კიევის რეჟიმის პოლიტიკა, რომელსაც დასავლეთი აკონტროლებს, შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინის დაშლა რამდენიმე სახელმწიფოდ", - განუცხადა მან რუსულ გაზეთ „როსიისკაია გაზეტას“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი