​"თუ რუსეთმა დაივიწყა რა არის ჩერნობილი, საჭიროა გლობალური კონტროლი მის ატომურ ობიექტებზე" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"იმის შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ზონაში და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გააკეთეს, მსოფლიოში ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, როცა ეცოდინება, რამდენი ბირთვული ობიექტი, ბირთვული იარაღი და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგია აქვს რუსეთის სახელმწიფოს.

​თუ რუსეთმა დაივიწყა რა არის ჩერნობილი, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა გლობალური კონტროლი რუსეთის ატომურ ობიექტებზე და ბირთვულ ტექნოლოგიაზე".

- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 62-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი