
რუსეთი კიევზე დარტყმით ისევ იმუქრება. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო დაიმუქრა, რომ დაარტყამს "კიევში გადაწყვეტილების მიმღებ ბრიტანულ ცენტრებს", თუ მათი "პროვოკაციების" შედეგად უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელებს იერიშებს.
ეს განცხადება რუსეთმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჯეიმს ჰიპის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ კანონიერი იქნება, თუ უკრაინა დასავლეთის იარაღით რუსეთის სამხედრო სამიზნეებზე იერიშს მიიტანეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჰიპის ეს სიტყვები "პროვოკაციად" მიიჩნია.
''რუსეთის შეიარაღებული ძალები იმყოფებიან სადღეღამისო მზადყოფნაში საპასუხო დარტყმის განსახორციელებლად შორ მანძილზე მაღალი სიზუსტის იარაღით კიევში იმ ცენტრებზე, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.