ბელგოროდში უკრაინის მხარდამჭერი 2 რუსი დავაკავეთ, რკინიგზაზე დივერსიას გეგმავდნენ - ФСБ

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) ამბობს, რომ დააკავეს 2 რუსი, რომლებიც ბელგოროდის ოლქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე დივერსიის მოწყობას გეგმავდნენ. 

ФСБ ამტკიცებს, რომ ისინი "უკრაინელი ნეონაცისტების მხარდამჭერები" არიან და რუსი სამხედროების შესახებ მონაცემებს უკრაინულ ვებსაიტზე Миротворец-ზე გზავნიდნენ.

"ბელგოროდის ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა ბელგოროდის რეგიონის ერთ-ერთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დივერსიის ჩასატარებლად მომზადებისას დააკავა რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც უკრაინული ნაციზმის მომხრეები არიან", - ამბებნ ФСБ-ში.

უწყების ცნობით, ეჭვმიტანილები გეგმავდნენ რკინიგზის ლიანდაგის დაზიანებას, რომლითაც სამხედრო ეშელონები მოძრაობენ: "ეჭვმიტანილები დანაშაულს აღიარებენ. მათ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ".

ცნობისთვის, ბელგოროდის ოლქში დღესაც ხანძარი იყო. სავარაუდოდ, დაიწვა საბრძოლო მასალის საცავი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი