ავსტრალია უკრაინას "ჰაუბიცებს" და საბრძოლო მასალას გაუგზავნის

გამოქვეყნდა:

ავსტრალია უკრაინას რუსეთთან ბრძოლისთვის 6 ერთეულ M777 ტიპის "ჰაუბიცას" და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. ინფორმაციას sky news-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 155-მილიმეტრიანი ბუქსირებადი ქვემეხი 4100-კილოგრამს იწონის, მისი მოქმედების არეალი კი დაახლოებით 30 კილომეტრია.

"ეს დამატებითი სამხედრო დახმარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უკრაინას რუსეთის სასტიკ, დაუნდობელ და უკანონო შეჭრაზე საპასუხოდ", - ნათქვამია ავსტრალიის მთავრობის განცხადებაში.

გარდა ამისა, ავსტრალია უზრუნველყოფს 65 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც მოიცავს ქალების, ბავშვების, მოხუცების დაცვას, მათ კვებას, თავშესაფრითა და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი