კანადა უკრაინას 8 ჯავშანმანქანას გადასცემს

გამოქვეყნდა:

კანადა უკრაინას დასახმარებლად 8 ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა გაავრცელა.

"დღეს ვაცხადებთ, რომ კანადამ დაასრულა კონტრაქტი რვა ჯავშანმანქანაზე, რომლებიც Roshel-ის მიერაა ნაწარმოები და რაც შეიძლება სწრაფად მივაწვდით მათ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს", - დაწერა მინისტრმა. 

მინისტრის თქმით, გასულ კვირას კანადამ უკრაინის ძალებს მიაწოდა M777 "ჰაუბიცები", ასოცირებული საბრძოლო მასალა და Carl Gustaf-ის იარაღი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი