
"ვცდილობთ, უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ", - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მხარეებს შეხვედრაზე დაითანხმებს.
"როგორც თურქეთი, ასევე ჩვენი პრეზიდენტი, მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე. არაერთი შეხვედრა და მოლაპარაკება გაიმართა და ვცდილობთ, კრიზისი ავიცილოთ. პრეზიდენტი ერდოღანი არაერთხელ შეხვდა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ის ცდილობს მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მოიწვიოს. მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, იმედი გვაქვს რომ პრეზიდენტი მოახერხებს უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეკრებას. ჩვენ როგორც თურქეთი, არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ისედაც გაუარესებული ჰუმანიტარული მდგომარეობა უფრო არ გაუარესდეს და რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას", - თქვა ჰულუსი აკარმა.