პოლონეთი და ბულგარეთი გაზს EU-ს მეზობლებისგან იღებენ | ლეიენი

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, პოლონეთი და ბულგარეთი, რომლებსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ბუნებრივ აირს ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებიდან იღებენ.

განცხადებაში ფონ დერ ლეიენმა რუსეთის გადაწყვეტილებას გაზის შეწყვეტაზე "კრემლისგან მორიგი პროვოკაცია" უწოდა და მოსკოვი შანტაჟში დაადანაშაულა. 

"ეს არის ის, რისთვისაც ევროკომისია ემზადებოდა წევრ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით და სოლიდარობით. ჩვენი პასუხი იქნება დაუყოვნებლივი, ერთიანი და კოორდინირებული. პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გაზპრომის გადაწყვეტილებას ჰქონდეს, რაც შეიძლება მცირე გავლენა ევროპელ მომხმარებელზე.

დღეს წევრი ქვეყნები გაზის საკოორდინაციო ჯგუფს შეხვდნენ. პოლონეთმა და ბულგარეთმა მოგვაწოდეს ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე. ახლა ორივე ქვეყანა გაზს ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან იღებს", - თქვა ლეიენმა

ცნობისთვის, გაზპრომმა შეაჩერა გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთში მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარი თქვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი