ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე მიიწვიეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ ის დიდი ოცეულის სამიტზე მიიწვია.

"ვესაუბრე ინდონეზიის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს. მადლობა გადავუხადე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერისთვის, კერძოდ გაეროში მკაფიო პოზიციისთვის. განვიხილეთ სასურსათო უსაფრთხოების საკითხი. ვაფასებ G20-ის სამიტზე მიწვევას ",- დაწერა 
ზელენსკიმ Twitter-ზე.

ცნობისთვის, უკრაინა დიდი ოცეულის წევრი არ არის. სამიტი ნოემბერში ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი