"მხარდაჭერის ფორმის ხუთი მიმართულებაა საჭირო" | სტეფანჩუკი რუმინეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და შვეიცარიის პარლამენტის სპიკერებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი რუმინეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და შვეიცარიის პარლამენტის სპიკერებს შეხვდა. 

"რუსეთის დასამარცხებლად მხარდაჭერის ფორმის ხუთი მიმართულებაა საჭირო:

  1. მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ;
  2. ეკონომიკური მხარდაჭერა უკრაინას;
  3. ევროკავშირში ჩვენი შესვლის პერსპექტივის მხარდაჭერა;
  4. სამხედრო დახმარება;
  5. რეკონსტრუქციის ერთობლივი გეგმა.

მოვუწოდებ რუმინეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, შვეიცარიის, ასევე მსოფლიო პარლამენტებს, დაეხმარონ უკრაინას ამ 5 მიმართულებით!",- დაწერა სტეფანჩუკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი