
კიდევ ერთი ნაბიჯი ისტორიული გადაწყვეტილებისკენ - ამ წუთებში, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში "ლენდ ლიზის" კანონპროექტის კენჭისყრა იწყება.
ეს კანონი უკრაინისთვის ყოველგვარი ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე საჭირო იარაღისა და სხვა საქონლის მიწოდებას ითვალისწინებს. კანონის მიღების შემდეგ, საბოლოო ნაბიჯი დოკუმენტზე პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერა იქნება, რის შემდეგაც უკრაინისკენ იარაღის ნაკადი დაიძვრება.
"ლენ ლიზის" პროექტი უნიკალურია საქართველოისთვისაც, რადგანაც გულისხმობს ყველა ქვეყნის დახმარებას, რომლებსაც რუსული ინტერვენცია ემუქრება.
ავტორი: გუგა მაისურაძე