გაუპატიურებული ბავშვები და ოკუპანტების მორიგი სისასტიკე უკრაინაში | პუტინის ომის 63-ე დღე

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახალხო დამცველმა დღეს შემზარავი დანაშაულების ვრცელი სია გამოაქვეყნა. მკვლელობები გაუპატიურებული ქალები და ბავშვები და იძულებით გადასახლებული უკრაინელები. ოფიციალური კიევი ჰააგის სასამართლოსთვის ჯერ კიდევ აგროვებს მტკიცებულებებს, ამ დროისთვის უკვე აღრიცხულია 7 ათასზე მეტი ფაქტი და ეს სამწუხაროდ დასასრული არ არის.

საოკუპაციო ჯარების მთავარი სამიზნე ისევ დასახლებებია, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფება. ხარკოვი, იზიუმი, ნიკოლაევი მთელი დღის განმავლობაში იბომბებოდა. რუსული არმია მიზანმიმართლად ანადგურებს წყალმომარაგების სისტემებს, იქ, სადაც მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი და ჰუმანიტარულ კრიზისს ქმნის.
 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი