კონგრესში Lend-Lease-ის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში Lend-Lease-ის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას კონგრესის წარმომადგენელთა პალატის პრესის ოფისი ავრცელებს და წერს, რომ კანონპროექტი 417 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღეს. 

კანონპროექტი შემდეგ ეტაპზე აშშ-ს პრეზიდენტს უნდა გადაეცეს. აქამდე, 7 აპრილს კანონპროექტს მხარი დაუჭირა აშშ-ს სენატმა.

კანონპროექტის თანახმად, კიევი ვაშინგტონისგან შეუზღუდავად და ყოველგვარი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე მიიღებს იარაღს, ტექნიკას და ჰუმანიტარულ დახმარებას ნებისმიერი მოცულობით.

სახელმწიფო პროგრამა სახელწოდებით Lend-Lease მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და განიხილებოდა, როგორც სიტუაციის შემცვლელი კონფლიქტში, რადგან ის საშუალებას აძლევდა აშშ-ს, სწრაფად შეევსო მოკავშირეების საჭიროებები შრომატევადი პროცედურული დაბრკოლებების გარეშე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი